შსს-მ ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გაგა კირკიტაძის განცხადებით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე სამართალდამცველები და ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

მისივე თქმით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტების უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოყვა 2, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

„სავარაუდოდ CO-თი, გაზის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა 7 ადამიანი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები, ყველა შესაბამისი სამსახური. დამატებით ინფორმაციას შს სამინისტრო მოგვიანებით მოგაწვდით. მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება, სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო მოხდა ამ ადამიანების გარდაცვალება“, - განაცხადა კირკიტაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა