გიგი უგულავა - „ყაზტრანსგაზი“ კომპანია უნდა გახდეს და არა საბჭოთა გაზის „კანტორა“, სადაც არავინ არაფერზე აგებს პასუხს

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე პასუხისმგებლობას „ყაზტრანსგაზ თბილისს“ და თბილისის მერიას აკისრებს.

როგორც უგულავამ ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, „თუ გვინდა სიტუაცია გამოსწორდეს, „ყაზტრანსგაზი“ კომპანია უნდა გახდეს და არა საბჭოთა გაზის „კანტორა“, სადაც არავინ არაფერზე აგებს პასუხს“.

„ერთი რამ ფაქტია, „ყაზტრანსგაზი“, თბილისის გაზის კომპანია რჩება „კანტორად“ და სანამ ეს მფლობელები იქნებიან, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არის დანიშნული, სანამ ის ხელმძღვანელობა იქნება, რომელიც მერს აწყობს და არა საქმეს, მანამდე ეს კომპანია იქნება „კანტორა“. მე არ მინდა ახლა ხელი გავიშვირო, რადგან 7 ადამიანია დაღუპული და ამ კორპუსში წევს. თუ გვინდა სიტუაცია გამოსწორდეს, ეს კომპანია კომპანია უნდა გახდეს და არა საბჭოთა გაზის „კანტორა“, სადაც არავინ არაფერზე აგებს პასუხს.

არსებობს უამრავი მეთოდი, გაზის დეტექტორები და არ ღირს ძვირი, რომელიც შეიძლება კომპანიამ შეიძინოს ან თვითონ მერიამ მოიკვლიოს, შეიძინოს და საჩუქრად გადასცეს მოსახლეობას, სულ 300 ათასი აბონენტია თბილისში. სხვანაირად ჩვენ ვიქნებით უკან მიდევნებული ლამპარივით ვსდევთ სიკვდილს, რომელიც ჩვენს ქალაქში ხან ერთ, ხან მეორე კორპუსში დაისადგურებს“, - განაცხადა უგულავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა