ბექა ნაცვლიშვილი - ეტყობა, საკმარისი რეგულაციები არ არის, რაც გაზით გარდაცვალების შემთხვევების პრევენციას მოახდენდა

ეტყობა, საკმარისი რეგულაციები არ არის, რაც გაზით გარდაცვალების შემთხვევების პრევენციას მოახდენდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა ქეთევან წამებულის გამზირზე ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც 7 ადამიანი სავარაუდოდ CO-თი ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, უნდა გახშირდეს და გამკაცრდეს ადგილებზე შემოწმებები.

„ეტყობა საკმარისი რეგულაციები არ არის, რომელიც ამის პრევენციას მოახდენდა. ეს მარტო რეგულაციების საკითხი არ არის, ადამიანები არიან იმდენად შეჭირვებულები, რომ არ აქვთ შესაძლებლობა სრულფასოვანი ინფრასტრუქტურა და გამათბობელი ჰქონდეთ. ეს არის პრობლემა. ამ შემთხვევაში, გარდა რეგულაციებისა, ზოგადი ფონიც არის მძიმე იმისთვის, რომ ჩვენ სხვა რამეზეც ვიფიქროთ. ის, რომ უნდა გახშირდეს და გამკაცრდეს ადგილებზე შემოწმება, ფაქტია. რაც ამ ბოლო თვეების განმავლობაში ხდება, დაუშვებელია ამას მშვიდად შევხედოთ და შევეგუოთ. როგორც ჩანს, ეს ადამიანები იყვნენ სამუშაოდ ჩამოსული თბილისში. ნათესაური კავშირი არის თუ არა, არ ვიცი. რომელი რეგიონიდან არიან, არ ვიცი“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, ქეთევან წამებულის 67 ნომერში, ნაქირავებ ბინაში 7 მამაკაცია გარდაცვლილი. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალება CO-თი ინტოქსიკაციამ გამოიწვია. „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ინფორმაციით, ბინაში გაზის დანადგარი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მესამე ნაწილი დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტების უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოყვა 2, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს