სოფიო ხუნწარია - ბინაში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, გაზი ჩაჭრილი იყო და კუსტარულად ჰქონდათ წყლის გამათბობელი დამონტაჟებული

ჩვენი ინფორმაციით, გაფრთხილება ჰქონდათ მიღებული, გაზი ჩაჭრილი იყო და კუსტარულად ჰქონდათ წყლის გამათბობელი დამონტაჟებული, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ შემთხვევაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„სისტემური პრობლემები არსებობს. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყებებს შორის აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. მეორეა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის თემა და ალბათ, ყველამ უნდა მივაქციოთ უფრო მეტი ყურადღება ჩვენს ოჯახებში დამონტაჟებულ გაზის გამათბობლებს“, - განაცხადა ხუნწარიამ.

მისივე თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებთან ზარი 12:57 წუთზე შევიდა.

„პირველ რიგში, მინდა გარდაცვლილების ოჯახის წევრებს მივუსამძიმრო, ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. 7 ადამიანია გარდაცვლილი, სავარაუდოდ გარდაცვალება დადგა გუშინ საღამოს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებთან ზარი შემოვიდა 12:57 საათზე. 4 წუთში იყო სასწრაფო ადგილზე და მათ საკმაოდ მძიმე სურათი დახვდათ. 7 მამაკაცია გარდაცვლილი, ამ წუთებში მოკვლევა მიმდინარეობს“, - განაცხადა ხუნწარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა