სტრასბურგის სასამართლომ მოსკოვს, რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის სახით  10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1.500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

აღნიშნულ ინფორმაციას სტრასბურგის სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 16-მა მოსამართლემ, ხოლო ერთი მოსამართლე წინააღმდეგ წავიდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2.000 ევრო უნდა გადაუხადონ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთანაც მიმართებაში დარღვეული იყო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-4 პროტოკოლის მე-4 მუხლი (კოლექტიური გაძევება) და 10.000-დან 15.000-მდე ევრო მათ, ვისთანაც მიმართებაში დარღვეული იყო მე-5 მუხლი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და მე-3 მუხლი (დაკავების არაადამიანური და დამამცირებელი პირობები).

იხილეთ ვიდეო: ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1500 მოქალაქეს კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა