სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის ეტიკეტირების წესის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის ეტიკეტირების წესის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ტექნიკური რეგლამენტის „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების - სურსათის ეტიკეტირების წესის შესახებ“ ამოქმედების ვადა 2019 წლის მარტამდე გადაიწია, - აცხადებენ სურსათის ეროვნული სააგენტოში.

განცხადების თანახმად, სურსათის ეროვნული სააგენტო არ იზიარებს ბიზნესსექტორის ცალკეული წარმომადგენლების ბრალდებას, იმის თაობაზე, რომ ბიზნესს სურსათის ეტიკეტირების წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით მოსამზადებელი პერიოდი არ მიეცა.

„ტექნიკური რეგლამენტი „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების - სურსათის ეტიკეტირების წესის შესახებ“ 2018 წლის სექტემბერიდან უნდა ამოქმედებულიყო. ბიზნესსექტორის ინფორმირების მიზნით, გაიმართა შეხვედრები, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებმა დამატებითი ვადა მოითხოვეს და კანონმდებლობის ამოქმედების თარიღის გადაწევის შესახებ მთავრობას მიმართეს.

საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა ბიზნესსექტორის ინიციატივა და ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადა 6 თვით, 2019 წლის მარტამდე, გადაწია.

ამ პერიოდში, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ინტენსიურად მართავენ კონსულტაციებსა და შეხვედრებს ბიზნესოპერატორებთან როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. აგრეთვე კანონმდებლობა და დამატებითი განმარტებები განთავსებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე: http://nfa.gov.ge/uploads/other/7/7605.pdf.

შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტო არ იზიარებს ბიზნესსექტორის ცალკეული წარმომადგენლების ბრალდებას, იმის თაობაზე, რომ ბიზნესს სურსათის ეტიკეტირების წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით მოსამზადებელი პერიოდი არ მიეცა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ეტიკეტირების შესახებ ახალი რეგულაცია მომზადებულია ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმების შესაბამისად და მისი მთავარი მიზანია ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მომხმარებლის ინფორმირებულობისა და მისი ინტერესების დაცვის მიმართულებით, რაც ქართული სარეალიზაციო ბაზარზე ვითარების გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ხათუნა ბურკაძე - გლობალური გამოწვევები გლობალურ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, სახელმწიფოებმა უფრო მეტი წინდახედულება უნდა გამოიჩინონ საკუთარი რესურსების  შესაქმნელად
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2020
ვალერი სოლოვეი - თუ დაავადებულთა აბსოლუტურ ციფრებს გავითვალისწინებთ, რუსეთი ევროპაში იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა
BTU-ს ახალი ამერიკული პარტნიორი StrategEast ქვეყანაში ტექნოლოგიური ჰაბის განვითარების პროცესში ერთვება
სილქნეტის მობილური აბონენტები საქართველოს ბანკის მობილბანკით სარგებლობას ინტერნეტის გახარჯვის გარეშე შეძლებენ
კომპანია “გრინჰილი“ უერთდება COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას და ამ მიზნით სახელმწიფო ფონდში 100,000 ლარი ჩარიცხა
უკონკურენტო საბანკო მოდელი "პროკრედიტ ბანკისგან", ვიდეო იდენტიფიკაცია, ფილიალის ალტერნატივად
კომპანია „თბილღვინომ“ StopCov ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა
31 მარტიდან Wolt-ით შეკვეთის განთავსება 09:00-19:30 საათებში იქნება შესაძლებელი