ქეთევან წამებულის გამზირზე, სადაც 7 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს, კახა კალაძე მივიდა

ქეთევან წამებულის გამზირზე, სადაც 7 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს, თბილისის მერი კახა კალაძე მივიდა.

ის ამ წუთებში ადგილზე არსებულ ვითარებას ეცნობა. ადგილზე იმყოფება ასევე მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია.

ადგილზე მუშაობენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და ექსპერტ-კრიმინალისტები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რომლის დასრულების შემდეგ გარდაცვლილთა ცხედრებს პროზექტურაში გადაასვენებენ.

ქეთევან წამებულის გამზირზე #67-ში სავარაუდოდ, მხუთავი აირის CO-ს გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტების უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოყვა 2, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა