სერგი კაპანაძე დიმიტრი მედოევის განცხადებაზე - ეს საკითხი მოსკოვის დღის წესრიგის ნაწილია და წლებია უკვე ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ახმაურებს

ეს ამბავი მოსკოვის დღის წესრიგის ნაწილია და წლებია უკვე ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ახმაურებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

„ამ საუბრებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც შეუწყეს ხელი, როდესაც საუბარი დაიწყეს რაღაც რუკებზე, რომელიც თითქოს ცხინვალის რეჟიმს გააჩნია. ამ რუკებს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. მათზე თითქოს ე.წ. სამხრეთი ოსეთის საზღვრებია ასახული.

ეს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მთავარი მოლაპარაკების საგანი უნდა იყოს. იქნება ეს ჟენევის ფორმატი თუ რომელიმე სხვა, ჩვენი გზავნილი ნათელი უნდა იყოს და გასაგები რუსეთის ხელისუფლებისთვის“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ გერმანულ გამოცემა Neues Deutschland-სთვის მიცემულ ინტერვიუში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მედოევმა განაცხადა, რომ „ისტორიული აღმოსავლეთ ოსეთი (თრუსო, კობი და გუდოს ხეობა) საქართველოს კონტროლის ქვეშაა და ეს პრობლემა ყოველ წელს უფრო რთულდება“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა