ევროპარლამენტმა ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ხუან გუაიდო სცნო

ევროპარლამენტმა ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ხუან გუაიდო სცნო და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდა.

შესაბამის რეზოლუციას მხარი დაუჭირა 439-მა ევროდეპუტატმა, წინააღმდეგ წავიდა - 104.

რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ხუან გუაიდო ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის კანონიერი შემსრულებელია, ვიდრე ქვეყანაში თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები არ გაიმართება.

„ევროპარლამენტი გუაიდოს კანონიერ დროებით პრეზიდენტად აღიარებს ვენესუელას კონსტიტუციის 233-ე მუხლის შესაბამისად და სრულ მხარდაჭერას უცხადებს მის საგზაო რუკას“, - ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის, მოამზადონ ევროკავშირის მკაფიო ერთიანი პოზიცია გუაიდოს მხარდასაჭერად. ასევე აღნიშნულია, რომ 2018 წლის 20 მაისს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით ჩატარდა, ხოლო მიმდინარე წლის 10 იანვარს გამართული ინაუგურაცია ნიკოლას მადუროს მხრიდან ხელისუფლების უზურპირებას წარმოადგენდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა