დავით ჭიჭინაძე - როცა ადამიანებს ამ ქვეყანაში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ებრძვიან, ეს ხელისუფლების უძლურებაზე მიუთითებს

როცა ადამიანებს ამ ქვეყანაში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ებრძვიან, ეს ხელისუფლების უძლურებაზე მიუთითებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ყოფილმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა.

დავით ჭიჭინაძის შეფასებით, ის, რაც ეკა ბესელიას წინააღმდეგ ხდება, შურისძიებას ჰგავს.

„ამ ყველაფერს კამპანიური ხასიათი მიეცა. თავდაპირველად იყო ბრალდებები კორუფციასთან დაკავშირებით. თან ეს ყველაფერი მაშინ იწყება, როცა ეკა ბესელია თბილისში არ იმყოფება. კომპრომატებით ომი „ქართულ ოცნებას“ სერიოზულ გამოწვევად ექცევა. როცა ადამიანებს ამ ქვეყანაში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ებრძვიან, ეს ხელისუფლების უძლურობაზე მიუთითებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ჭიჭინაძემ.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება ფარული ჩანაწერების გავრცელება სასამართლო სისტემიდან მოდიოდეს, რაზეც ბესელიამ მიანიშნა, ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ გამორიცხული არაფერია.

„როცა მოსამართლე გამოდის და ამბობს, რომ შესაძლოა, ეკა ბესელიამ ჩაანაწერები თავად გაავრცელა გმირობისათვის, თუ მათ ეს მეთოდი გმირობა ჰგონიათ, დაბალი ზნეობის ადამიანებისგან ყველა ნაბიჯის გადაგმაა შესაძლებელი“, - დასძინა დავით ჭიჭინაძემ.

როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებული კიდევ ერთი ფარული ვიდეოჩანაწერი დაბლოკა. შეგახსენებთ იმასაც, რომ სოციალურ ქსელში დეპუტატის პირადი ცხოვრების შესახებ პირველი ფარული ჩანაწერი რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო