ივანე ბოკერიას ჰოსპიტალის ოფთალმოლოგიურ ცენტრში უფასო ოფთალმოლოგიური გასინჯვები ჩატარდება

„სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ინფორმაციით, 4 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით, ივანე ბოკერიას რეფერალურ ჰოსპიტალში ოფთალმოლოგიური გასინჯვების უფასო აქცია ჩატარდება.

მათივე ინფორმაციით, აქციის ფარგლებში თვალის დაავადებების ქირურგიული მკურნალობის საჭიროების მქონე პაციენტებს პროფესორი მიხეილ ომიაძე და მიხეილ გაბრიჩიძე მიიღებენ.

ივანე ბოკერიას ჰოსპიტალში (ყოფილი 31-ე ქარხნის საავადმყოფო) გახსნილი რიგით მეორე ოფთალმოლოგიური ცენტრი უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი, რომელიც ისნის, ვარკეთილის, კახეთის, რუსთავისა და მარნეულის მოსახლეობას ემსახურება. ოფთალმოლოგიურ ცენტრში თვალთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი. საოპერაციო ბლოკები მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებითაა დაპროექტებული, რაც თვალზე რთული ქირურგიული ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ცნობილი და გამოცდილი ოფთალმოლოგების რიგით პირველი ოფთალმოლოგიური ცენტრი გასული წელს, რეგიონულ ჰოსპიტალში, ქავთარაძის #23 - ში გაიხსნა. აქციის ფარგლებში პაციენტების მისაღებად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: 2 55 05 05“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა