„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და ზაზა სარალიძე გენერალურ პროკუროთან შეხვედრას მოითხოვენ

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და ზაზა სარალიძე გენერალურ პროკუროთან შეხვედრას მოითხოვენ. 1-ელ თებერვალს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“ აცნობეს, პრესკონფერენცია შეეხება როგორც უშუალოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმის სასამართლოში მიმდინარეობას, ასევე რამდენიმე სხვა საქმეს, რომლებიც დაკავშირებულია ზაზა სარალიძესთან და მის სამოქალაქო პროტესტთან.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, საქართველოს პროკურატურას დღემდე არ შეუსწავლია შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან შვილმოკლული მამების აქციის მონაწილეთათვის დროებითი კონსტრუქციის (კარვის) გაშლის ხელშეშლის ფაქტი, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის უხეშ დარღვევას და სახელმწიფოს მხრიდან მშვიდობიანი შეკრების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას წარმოადგენს.

3 იანვარს შვილმოკლული მამების მიმართ გაუმართლებელ ზეწოლას ჰქონდა ადგილი, როცა ყოველგვარი სამართლებრივი დოკუმენტის გადაცემის გარეშე განუმარტეს, რომ მალე, კერძოდ - 7 დღეში, სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევდათ და მათ დაიჭერდნენ. მუქარა ეხება ზაზა სარალიძის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ნათელი მაგალითია, თუ როგორ აქცია სახელმწიფომ დაზარალებული ბრალდებულად. მიუხედავად ბრალდებულის სტატუსისა, ზაზა სარალიძე მთელი საზოგადოებისათვის ამ სასამართლო პროცესზეც დაზარალებულია“, - ნათქვამია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შეფასებით, გაუმართლებელია, როდესაც ეს საქმე ცალმხრივად არის გამოძიებული და არაფერი კეთდება შინაგან სამინისტროს იმ წარმომადგენელთა პასუხისგებაში მისაცემად, რომლებმაც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლისა და დოკუმენტაცის გარეშე ჩამოართვეს და გაიტაცეს კარვები. ამ სამარცხვინო კადრებს საზოგადოება ტელევიზიით ადევნებდა თვალს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოითხოვს საქართველოს გენერალურ პროკურორთან შეხვედრას, რათა დაზარალებულსა და მისი უფლებების დამცველ ადვოკატს მიეცეთ შესაძლებლობა, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ აღძრული საქმის გარშემო არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით პირადად ესაუბრონ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო