სოფო ქაცარავა - სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, უდიდესი წარმატებაა

სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთს საქართველოს 1 500 დაზარალებული და დეპორტირებული მოქალაქისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, უდიდესი წარმატებაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო ქაცარავამ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, იმის მიუხედავად, რომ არაერთი ფაქტია, როდესაც რუსეთი დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღსრულდეს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2 000 ევრო უნდა გადაუხადონ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთანაც მიმართებაში დარღვეული იყო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-4 პროტოკოლის მე-4 მუხლი (კოლექტიური გაძევება) და 10.000-დან 15.000-მდე ევრო მათ, ვისთანაც მიმართებაში დარღვეული იყო მე-5 მუხლი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და მე-3 მუხლი (დაკავების არაადამიანური და დამამცირებელი პირობები).

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა