სამედიცინო უნივერსიტეტში “ბედნიერების” მონუმენტის საზეიმო გახსნისა და “ბედნიერების საერთაშორისო აკადემიის” დაფუძნების ცერემონია გაიმართება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ხვალ “ბედნიერების” მონუმენტის საზეიმო გახსნისა და “ბედნიერების საერთაშორისო აკადემიის” დაფუძნების ცერემონია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, “ბედნიერების საერთაშორისო აკადემია” სიმბოლურად 9 ქვეყნის „ბედნიერ თანამოაზრეთა“ მიერ (52 ხელმომწერი) დაფუძნდება. მონუმენტის შექმნის იდეა ექიმ არსენ გვენეტაძეს ეკუთვნის, მოქანდაკე - ლევან ვარდოსანიძეა.

ბედნიერების საერთაშორისო აკადემიის მიზანია, გახადოს ადამიანი უფრო ბედნიერი და ამით გააუმჯობესოს საზოგადოების ცხოვრების ხარისხი.

„სკულპტურული კომპოზიცია „ბედნიერება“ წარმოადგენს ბედნიერების, როგორც ცნების, განზოგადებას, რისთვისაც ქანდაკებაში გამოყენებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის აღმნიშვნელი 5 ოლიმპიური ფერი. სკულპტურის დამაგვირგვინებელ კომპოზიციურ დომინანტს წარმოადგენს კაშკაშა მზის სიმბოლო, როგორც დედამიწაზე სიცოცხლის და ბედნიერების უშრეტი წყარო! „დაბადება“, „აღმასვლა“, „განათლება“ და „წარმატება“ „ბედნიერებაა“ – ცალკეული ადამიანისა და მთელი სამყაროსათვის, რამეთუ ყველა ამ ცნების ერთობლიობა ანიჭებს ადამიანს შინაგან თავისუფლებას - ბედნიერებას! სკულპტურა პატივისცემით მიეძღვნა და გადაეცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს.

„ბედნიერ თანამოაზრეთა“ იდეაა ბედნიერების სკვერისა და მონუმენტის ტირაჟირება–იმპორტირება საკუთარ ქვეყნებში, მათ შორის – საუნივერსიტეტო სივრცეებში. ამისთვის წარმატებული ექიმები, პროფესორები და ბიზნესმენები საგანგებოდ ჩამოდიან ბედნიერების მონუმენტის გახსნის ცერემონიალზე საქართველოში“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს