მიხეილ ბატიაშვილმა კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოეს, რომელთაც სამახსოვროდ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, „დღიურების კონკურსში“, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, საქართველოს საჯარო სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

„ჟიურის მიერ, საფინალო 216 ნამუშევარიდან, სამი საუკეთესო გამოვლინდა და პირველი ადგილის მფლობელები ასპინძის სოფელ იდუმალის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები მარიამ ქავთარაძე და თამარ ციხელაშვილი გახდნენ. მეორე ადგილი რუსთავის №17 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი ნატროშვილმა, ხოლო მესამე მარნეულის №1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ხანუმ მამედოვმა დაიკავა.

ანიმაციური ვიდეო რგოლების კონკურსი: „გაცოცხლებული სურათები“ ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. 107 საფინალო ნამუშევარიდან პირველ ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი თბილისის №147 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ვახტანგ კუჭავამ, მეორე თბილისის №138 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ირაკლი ჯორჯაძემ და თბილისის №106 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე გიორგი ყამბარაშვილი, ხოლო მესამე რუსთავის №15 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა: ნიკოლოზ ყიფშიძემ, მარიამ მიქაუტიძემ, ლუკა გოგატაძემ, ლიზი მეტრეველმა, ანი ხაჩიძემ, ანა კენჭაძემ და მარიამ ქიმაძემ დაიკავეს.

მეორე ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი ქუთაისის №31 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე კობა სინაურიძემ, მეორე ქუთაისის №14 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა მარიამ კიკნაძემ და ნათია ბუხრაშვილმა, ხოლო მესამე ადგილი კლასიკური გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლე დავით ქებაძემ დაიკავა. ასევე მესამე ადგილზე გავიდა ხაშურის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე იოსებ მულაძე.

კონკურსის შედეგად გამოვლინდა ასევე „ჟიურის რჩეული“, რომელიც თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ქეთევან ცინცაძე გახდა. ნომინაციაში „ორიგინალური იდეა“ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე პაატა გელაშვილმა და მე-8 კლასის მოსწავლე ანა გოგოლაურმა დაიკავა, ხოლო „ახალგაზრდა ანიმატორი“ რუსთავის №7 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე იმედა აფციაური გახდა. ნომინაციაში „საუკეთესო სიუჟეტი“ დუშეთის სოფელ არაგვისპირის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე მაკა ინიაშვილმა გაიმარჯვა“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო