ეკა ბესელია - ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც თავად ანგრევენ სასამართლო სისტემას, კრიტერიუმების დაწერა არ შეიძლება

ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც სასამართლოში თავად ანგრევენ სასამართლო სისტემას, კრიტერიუმების დაწერა არ შეიძლება - ისინი პროცესს უნდა დაემშვიდობონ, არ ვაპირებ მათთან ერთად არანაირ კრიტერიუმებზე მსჯელობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე პარლამენტმა უნდა იმუშაოს და ყველა მხარე პარლამენტის გადაწყვეტილებას დაელოდოს.

“ვისაც ვუპირისპირდები, ეს ის ჯგუფია, რომელიც სასამართლოში თავად ანგრევს სასამართლოს დამოუკიდებლობას და სასამართლოს სისტემას. ახლა გადაწყვიტეს თვითონ დაწერონ უზენესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები. პირველ რიგში, ეს ანომალური ვითარება უნდა შეიცვალოს. არ შეიძლება რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი საკუთარი ინტერესებისათვის მიმართულ პროექტზე სამუშაო ჯგუფად გადაიქცეს. ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ ამ ადამიანებთან ერთად კრიტერიუმების დაწერა არ შეიძლება. ისინი ამ პროცესს უნდა დაემშვიდობონ. არ ვაპირებ მათთან ერთად არანაირ კრიტერიუმებზე მსჯელობას“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, ამ იდეას მისი რამდენიმე კოლეგა იზიარებს და აღნიშნულ საკითხზე გუნდში მსჯელობა გაიმართება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს