ბულაჩაურის ქუჩაზე ბინა, სადაც დღეს საღამოს აფეთქება მოხდა, გაქირავებული იყო

ბულაჩაურის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ბინა, სადაც დღეს საღამოს აფეთქება მოხდა, გაქირავებული იყო.როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბინის მფლობელმა განუცხადა, ბინა ორ ახალგაზრდა მამაკაცზე დღეს საღამოს გააქირავა. ბინის მეპატრონე აღნიშნავს, რომ საცხოვრებელ სახლში უსაფრთხოების ნორმები ყველანაირად დაცული იყო.

„ორ ახალგაზრდა მამაკაცს დღეს საღამოს მივაქირავე ბინა. არ ვიცი მათ რა გააკეთეს, ამ პირებს მე ვერ ვპოულობ. რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, ყველანაირად დაცული იყო“, - აღნიშნა ბინის მფლობელმა.

ამჟამად შემთხვევის ადგილზე ცეცხლი სრულად ლიკვიდირებულია. მეხანძრე მაშველებმა მუშაობა დაასრულეს. საგამოძიებო მოქმედებებს ადგილზე შსს აწარმოებს.

იხილეთ ვიდეო: პირველი კომენტარი ბინის მეპატრონესთან, სადაც სავარაუდოდ გაზის აფეთქება მოხდა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს