ნინო გოგუაძე - საერთაშორისო სამართალი მუშაობს და ასე მივყვებით ყველა დანაშაულს, რომელიც რუსეთს აქვს ჩადენილი ჩვენი მოქალაქეების მიმართ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მოსკოვს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა.

„2012 წლიდან იუსტიციის სამინიტრო სათითაოდ აგროვებდა და ამუშავებდა რუსეთიდან დეპორტაციის შედეგად დაზარალებული ჩვენი მოქალაქეების მონაცემებს. ჩვენი ამოცანა იყო, არავინ დარჩენილიყო ამ სამართლებრივი პროცესის მიღმა. საბოლოოდ, სამინისტროს დიდი ძალისხმევით, 1795 დაზარალებულის მიმართ დაეკისრა რუსეთს კომპენსაციის გადახდა.

საერთაშორისო სამართალი მუშაობს და ასე მივყვებით ყველა დანაშაულს, რომელიც რუსეთს აქვს ჩადენილი ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ვიცით, რომ რუსეთი დიდი ენთუზიაზმით არ ხვდება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, მაგრამ ჩვენ ყველანი - პარლამეტი, მთავრობა, ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა, ჩართულები ვიქნებით, რომ საქართველოს დაზარალებულმა მოქალაქეებმა კომპენსაცია მიიღონ“, - განაცხადა გოგუაძემ.

დეპუტატის განცხადებას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო