გენერალურ პროკურატურაში ფულის გათეთრებისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

ფულის გათეთრებისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის თემაზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ერთობლივი ტრენინგი ჩატარდა. სასწავლო კურსს მიწვეული საერთაშორისო ექსპერტები უძღვებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, ტრენინგი საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ კატალინ გერმანმა და პროექტის ლიდერმა ტომას კარტერმა გახსნეს.

მათივე ინფორმაციით, სწავლებაში პროკურორებთან და პროკურატურის გამომძიებლებთან ერთად, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულია როგორც ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენა და ეფექტური პარალელური ფინანსური გამოძიების წარმოება. შესაბამისად, პრაქტიკულ სწავლებაზე ორიენტირებული 2-დღიანი სასწავლო პროცესი მოიცავდა შემდეგ თემატიკას: ფულის გათეთრების საქმის გამოძიების ტიპოლოგიები და მთავარი მეთოდები, საერთაშორისო თანამშრომლობა, ოფშორული კომპანიები, ვირტუალური ვალუტა, დარქნეტების გამოყენება და კიბერდანაშაული. საერთაშორისო თანამშრომლობასთან ერთად, ყურადღება დაეთმო ეროვნულ დონეზე უწყებათშორისი თანამშრომლობის წარმატებული პრაქტიკის გაცნობას.

ტრენინგი ევროკავშირის პროექტთან ,,ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ (EU-ACT) თანამშრომლობით ჩატარდა. ერთობლივი სწავლების მიზანი უწყებებს შორის კოორდინაციის ზრდის ხელშეწყობა, საერთო პრაქტიკის დანერგვა და წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს