ნაზი ჯანეზაშვილი პირადი ცხოვრების კადრებთან დაკავშირებით პოლიციაშია დაბარებული

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრებთან დაკავშირებით პოლიციაშია დაბარებული. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„პირადი ცხოვრების გამჟღავნებით ადამიანების შანტაჟი უნდა დამთავრდეს! დღეს სახლისკენ მიმავალ გზაზე, ფეისბუქზე მომივიდა პირადი შეტყობინება, „ფრენდისგან“, რომელსაც პირადად არ ვიცნობ. იგი მწერდა, რომ ერთ-ერთი მომხმარებელი ეკა ბესელიას ვიდეოს ავრცელებდა. ამ შეტყობინებას ახლდა ვიდეოს Screen. ამ screen-ის დეტალები არ მაინტერესებს. რა თქმა უნდა, შევატყობინე პოლიციას და ნახევარ საათში გულუაზე შსს-ში უნდა გამოვცხადდე.

ასეთ დროს, როცა მოსამართლე ადამიანის უფლებებზე უნდა ფიქრობდეს, გვრიტიშვილმა არჩევანში მოსამართლისთვის სრულიად შეუფერებელი რამ იკადრა და თქვა: "არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ეკა ბესელიას ხელს აძლევს შექმნილი სიტუაცია პოლიტიკური თვალსაზრისით”, - წერს ნაზი ჯანეზაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა