მიხეილ ბატიაშვილი - I-VI კლასებში გვაქვს ფანტასტიური შედეგები, რადგან იქ ძირითადი ორიენტაცია არ ხდება საგამოცდო სისტემისკენ

დღევანდელი მონაცემებით, I-VI კლასებში გვაქვს ფანტასტიური შედეგები, რადგან იქ ძირითადი ორიენტაცია არ ხდება საგამოცდო სისტემისკენ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სკოლის პროცესი ბოლო წლებში მიმართულია არა თვითონ სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისკენ, არამედ გარე პედაგოგებთან მუშაობისა და გამოცდების ჩაბარებისკენ.

„უნდა ვიკითხოთ, რატომ მიგვიყვანა არსებულმა სისტემამ დღევანდელ სიტუაციამდე? საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ წლების განმავლობაში სიტუაცია უარესდება. არსებული სისტემის შედეგად გვაქვს უკუსვლა. ეს რეფორმებიც ზუსტად ამისკენ არის მიმართული. რა არის ამის ძირითადი მიზეზი? ერთ-ერთი ყველაზე მთავარია, თუ რისგან შედგება სკოლა - ეს არის მოსწავლე, პედაგოგი, სასწავლო პროცესი და საგამოცდო სისტემა. პედაგოგების საქმიანობა ბიუროკრატიულ საქმიანობად გადავაქციეთ. მათ რომ კვალიფიკაციები ადასტურონ, აამაღლონ საკუთარი სტატუსი, ეს იმხელა ბიუროკრატიასთან არის დაკავშირებული, რომ გასაკვირიც კია, რომ ბევრმა პედაგოგმა ეს შეძლო. მეორე მნიშვნელოვანი პროცესი არის ის, რომ სკოლის პროცესი ბოლო წლებში მიმართულია არა თვითონ სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისკენ, არამედ გარე პედაგოგებთან მუშაობისა და გამოცდების ჩაბარებისკენ. დღევანდელი შედეგი, რომელიც განათლების ხარისხის კლებისკენ მიგვითითებს, სწორედ იმას ამბობს, რომ სკოლამ თუ არ შეასრულა თავისი მოვალეობა და ფუნქცია, თუ არ იქნება ძლიერი სასწავლო პროცესი, რეალურად შედეგის მიღებაზე საუბარი ზედმეტი იქნება. მაგალითად, დღევანდელი მონაცემებით, I-VI კლასებში გვაქვს ფანტასტიური შედეგები. ამას საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ძირითადი ორიენტაცია არ ხდება საგამოცდო სისტემისკენ“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო