„ყვითელი ჟილეტების“ აქციის მონაწილეებს, ვინც სახეს დაიფარავს, დააპატიმრებენ ან დააჯარიმებენ

საფრანგეთში, „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციების დროს, ძალადობისა და ვანდალიზმის აღსაკვეთად, ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატამ „არეულობებთან ბრძოლის“ შესახებ კანონში რამდენიმე ახალი დებულება დაამტკიცა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პროტესტის დროს, სახის დაფარვა კანონდარღვევად ჩაითვლება, რის გამოც, ნებისმიერი დამნაშავე ერთწლიან საპატიმრო სასჯელს მოიხდის ან 15 ათასი ევროს ოდენობის თანხით დაჯარიმდება.

გარდა ამისა, პოლიციას იმ ადგილების სიახლოვეს, სადაც დემონსტრაციები გაიმართება, ჩანთებისა და ავტომანქანების ჩხრეკის უფლება მიეცემა. დეპუტატები განიხილავენ ასევე, კანონპროექტის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც ძალადობის აქტებში მონაწილეობდნენ, ზარალის ანაზრაურება დაეკისროთ.

საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ აქცია გასული წლის ნოემბრიდან იმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა