ნაზი ჯანეზაშვილი - ფარული ჩანაწერების გავრცელება ემსახურება კონკრეტული პოლიტიკოსის დისკრედიტაციას და არ არის გამორიცხული, ეს იყოს სწორედ მოსამართლეების სიასთან დაკავშირებული

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა. ნაზი ჯანეზაშვილის უწყებაში დაბარება ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეს ეხება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნაზი ჯანეზაშვილმა დაკითხვაზე შესვლამდე განუცხადა, დღის მეორე ნახევარში მას სოციალურ ქსელში ჩაუგდეს ვიდეოჩანაწერის „სქრინი“, რის შემდეგაც მან დაუყოვნებლივ აცნობა სამართალდამცველებს.

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, აღნიშნული ემსახურება კონკრეტული პოლიტიკოსის დისკრედიტაციას და არ გამორიცხავს, რომ ეს იყოს სწორედ მოსამართლეების სიასთან დაკავშირებული, რის გამოც ნაზი ჯანეზაშვილი ჩანაწერების ავტორებს და გამავრცელებლებს მოუწოდებს, იბრძოლონ არგუმენტებით და არა ბინძური მეთოდებით.

“ფეისბუქზე“ დღის მეორე ნახევარში მივიღე შეტყობინება ჩემთვის უცნობი ადამიანისგან, რომ ვრცელდებოდა ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და გამომიგზავნა „სქრინი“. მე იმ ადამიანსაც ვუთხარი, რომ მიემართა 112-სთვის და მეც გამოვიძახე პოლიცია. ეს ფაქტი ჩემთვის არის მიუღებელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არგუმენტები შემოელიათ და ასე იწყებენ ბრძოლას. ფაქტია, რომ ამას ვიღაც იყენებს კონკრეტული პირის დისკრედიტაციისთვის და მათ ვურჩევდი იბრძოლონ არგუმენტებით და არა ასეთი უმსგავსო და წარმოუდგენელი მეთოდებით. ასევე გამაოგნებელია მოსამართლე გვრიტიშვილის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ეს ვიდეოები შესაძლოა პოლიტიკურად ხელს უწყობდეს ეკა ბესელიას. ამ განცხადებას კი აკეთებს ის ადამიანი, მოსამართლე, რომელიც უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებს”, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა