მიხეილ ბატიაშვილი - ჩვენი მიზანია, გამოცდა არ იყოს თვითმიზანი

ჩვენი მიზანია, გამოცდა არ იყოს თვითმიზანი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს არიან პედაგოგები, რომლებსაც კლასის გარეთ უამრავი სამუშაოს წარმოება უხდებათ და მისი აქცენტი გადატანილია უკეთესი პირობების მიღებაზე, სკოლის ბოლო კლასებში კი ბავშვები უმეტეს შემთხვევაში გაკვეთილებს არ ესწრებიან, რადგან ძირითად დროს საგამოცდო მომზადებას უთმობენ.

„ეროვნულ გამოცდებსა და სკოლის პროგრამას შორის დიდი სხვაობა არსებობს. ჩვენი მიზანი რა არის - რომ გამოცდა არ უნდა იყოს თვითმიზანი. თუ სკოლის ორიენტაცია არ მოხდა სწავლებისკენ და სწავლის მოტივაციისკენ, ვერ დამისახელებთ ვერც ერთი წარმატებული ქვეყნის მაგალითს, სადაც ეს ხორციელდება გამოცდების სისტემით. დღეს გვყავს პედაგოგი, რომელსაც კლასის გარეთ n-რაოდენობის სამუშაოს წარმოება უხდება და მისი აქცენტი კლასიდან გადატანილია უკეთესი პირობების მიღებაზე. სკოლის ბოლო კლასებში კი ბავშვები უმეტეს შემთხვევაში გაკვეთილებს არ ესწრებიან, რადგან ძირითად დროს საგამოცდო მომზადებას უთმობენ. რა არის ჩვენი თვითმიზანი - გამოცდის ჩაბარება თუ ცოდნის მიღება? რამდენიმე დღის წინ შევხვდი მოსწავლეებს, მსოფლიო ოლიმპიადაზე კომაროვის სკოლა მეორე ადგილზე გავიდა, რაც მართლაც წარმოუდგენელი შედეგია და კომაროვის სკოლის ერთ-ერთმა მოსწავლემ აბსოლუტური შედეგი დადო, რაც, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ ის მთელი მსოფლიოს ბავშვებს შორის ერთ-ერთი უჭკვიანესია და უნიჭიერესია. ასეთი შედეგები გვაქვს როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებში. ეს ხდება იქ, სადაც პროცესი ორიენტირებულია სწავლისკენ. სკოლის ფუნქცია არის ის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ბავშვს ცოდნა მისცეს“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა