მაია ცქიტიშვილი - რაც უფრო ნაკლებ აჟიოტაჟს შექმნის საზოგადოება, მედია, ბიზნესი და საინფორმაციო წყაროები, მით უფრო მშვიდად იქნება შესაძლებელი გამოძიების ჩატარება

რაც უფრო ნაკლებ აჟიოტაჟს შექმნის საზოგადოება, მედია, ბიზნესი და საინფორმაციო წყაროები, მით უფრო მშვიდად იქნება შესაძლებელი გამოძიების ჩატარება, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ხომ არ აისახება „თიბისი ბანკისა“ და მამუკა ხაზარაძის გარშემო შექმნილი სიტუაცია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებაზე, ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ამა თუ იმ ადამიანის მიმართ არსებული კითხვები პროექტს პრობლემას ვერ შეუქმნის.

„ის, რასაც თქვენ აგორებულ კამპანიას ეძახით, არის აქტიური ინტერესი ამ საკითხის მიმართ. რაც უფრო ნაკლებ აჟიოტაჟს შექმნის საზოგადოება, მედია, ბიზნესი და საინფორმაციო წყაროები, მით უფრო მშვიდად იქნება შესაძლებელი გამოძიების ჩატარება. კანონი ერთია ყველასთვის და თუ არსებობს კითხვები, მათ პასუხი უნდა გაეცეს. მედიის მხრიდან უნდა იყოს ჯანსაღი ინტერესი. ეს დაეხმარება ანაკლიის კონსორციუმსაც, რომ პორტის მშენებლობისთვის საჭირო ინვესტიციები და დაფინანსება მოიზიდოს. თუმცა, მე არ მგონია, რომ კითხვები ამა თუ იმ ადამიანის მიმართ პრობლემას უქმნიდეს ამ პროექტს. ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური კომუნიკაცია ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, ეს ურთიერთობა მუდმივ რეჟიმში გრძელდება, ვმუშაობთ ამ პროექტის განხორციელებისთვის. რა თქმა უნდა, მისი განხორციელება ამ ეტაპზე არის დაკავშირებული ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან. ამ ორგანიზაციამ მოიგო ინტერესთა გამოხატვა და უნდა მოიზიდოს კერძო ინვესტიცია, მაგრამ ბევრს ალბათ აღარ ახსოვს, რომ სწორედ სახელმწიფოს გადაწყვეტილებით 2013 წელს გადაწყდა პორტის მშენებლობა, 2013 წელს მოხდა ინტერესთა გამოხატვა და ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთვის. ჩვენ სწორედ ის ინტერესი გვქონდა, რომ ბიზნესმა ითავოს ამ პორტის მშენებლობა. ჩვენი თანამშრომლობა ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება. ახლა ჩვენ ვემზადებით სამუშაო შეხვედრისთვის, რომელიც თებერვლის დასაწყისში გაიმართება. გარწმუნებთ, რომ ეს პროექტი აქტიურია, მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის და დაინტერესებულები ვართ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა წარმატებით განახორციელოს ეს პროექტი“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს