დავით ზალკალიანი - ევროკომისიის ანგარიში კიდევ ერთხელ ამყარებს იმ კურსის სისწორეს, რომელიც აქვს ქვეყნის ხელისუფლებას

ევროკომისიის მსგავსი ანგარიში კიდევ ერთხელ ამყარებს იმ კურსის სისწორეს, რომელიც აქვს ქვეყნის ხელისუფლებას აღებული ეკონომიკური რეფორმების განხორციელების კუთხით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მართვის მიმართულებით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს უპირატესობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის არაერთხელ აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ამბიციური გეგმები ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით და იმაზე მეტს გააკეთებს, ვიდრე ამას ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ, რომელიც დეტალურად ასახავს საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორისაა დემოკრატია და საჯარო მმართველობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობა, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, საზღვრის დაცვა, ეკონომიკური განვითარება და ვაჭრობა, რეგიონული განვითარება და ციფრული ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა, განათლება, ტურიზმი, ტრანსპორტი და ენერგეტიკა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა