ილიაუნი - უნივერსიტეტში განხორციელებული სტრუქტურულ რეფორმის შედეგად ბიზნესის სკოლას ადმინისტრირებას მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი გაუწევს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული სტრუქტურულ რეფორმის შედეგად ბიზნესის სკოლას ადმინისტრირებას მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი გაუწევს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განუცხადეს.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტში განხორციელდა სტრუქტურული რეფორმა, რომლის შედეგადაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და სამედიცინო ფაკულტეტი ადმინისტრირებას გაუწევს როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პროგრამებს, ისე სამედიცინო მიმართულებას; მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ადმინისტრირებას გაუწევს ბიზნესის სკოლას, საინჟინრო სკოლას, განათლების სკოლას და ასევე, ტექნოლოგიების მიმართულებას უნივერსიტეტის მასშტაბით.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტს ვუმატებთ სამედიცინო მიმართულებას - პროგრამა, რომელზეც უკვე 3 წელია მიმდინარეობს მუშაობა უკვე მზადაა და აკრედიტაციაზეა შეტანილი. პროგრამა იქნება ინგლისურენოვანი და განხორციელდება კერძო სექტორთან თანამშრომლობით.

ტექნოლოგიის მჭიდრო კავშირი ერთი მხრივ, ბიზნესთან, ხოლო მეორე მხრივ - განათლებასთან აძლევს უნივერსიტეტს საშუალებას, ერთი ქოლგის - მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ფარგლებში - ეფექტურად გამოიყენოს არსებული რესურსები, როგორც ადამიანური, ისე მატერიალური და მისცემს შესაძლებლობას ჩვენს კურსდამთავრებულებს უპასუხონ შრომით ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ქადაგიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, ის ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ქადაგიძის განცხადებით, მან პირადი მიზეზების გამო ქვეყანა ერთი კვირით დატოვა, რის შემდეგაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ის რეორგანიზაციის ფარგლებში გაათავისუფლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო