„ნაცმოძრაობის" ინფორმაციით, ფარული კადრების გავრცელების საქმეზე, მათი პარტიის  ორი წევრი დააკავეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ფარული კადრების გავრცელების საქმეზე, პარტიის აჭარის ორგანიზაციის ორი წევრი, დები - ირმა და ინგა ხოროიშვილები დააკავეს.

ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იმ წევრებმა განაცხადეს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. მათი ინფორმაციით, დაკავებულები სავარაუდოდ, თბილისში გადაიყვანეს და მათი მობილური ტელეფონები ექსპერტიზაზე გადაგზავნეს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების დაკითხვის გამო, მთელი ღამის განმავლობაში პარტიის წევრები პოლიციის მთავარ სამმართველოსთან იმყოფებოდნენ, სადაც ხმაური იყო, ისინი ხელისუფლებას ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების გამო სამართალდამცავებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოთხი აქტივისტი მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარა, მათგან ორმა წევრმა გამოკითხვის შემდეგ პოლიციის სამმართველოს შენობა დატოვა.

"ხელისუფლება ცდილობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ოპოზიციას გადააბრალოს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს",- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

იხილეთ ვიდეო: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ფარული კადრების გავრცელების საქმეზე, პარტიის ორი წევრი დააკავეს

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს