ქართული დიპლომების უცხოეთში აღიარების პრობლემის დასაძლევად განათლების სამინისტრო კონკრეტულ გეგმაზე მუშაობს

კვალიფიკაციების და დიპლომების უცხოეთში აღიარების პრობლემის დასაძლევად, განათლების სამინისტრო საქართველოში “უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების და სახელმძღვანელო პრინციპების” დანერგვის ხელშეწყობასა და „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ქსელში“ (ENQA) გაწევრიანებას გეგმავს. ამის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი ვაშაკიძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად გამართულ ორწლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, “უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ქსელში” განაცხადი უკვე გაკეთებულია და ქართული მხარე მისი წევრი სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მარტში გახდება. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, 2018 წლის შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამები და კვლევითი კომპონენტი ჯერ კიდევ არასრულყოფილია და ევროპულ სტანდარტს ვერ პასუხობს. ასევე, პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ დაბალია საგრანტო რესურსების ათვისების მაჩვენებელი, ისევე როგორც, კვლევების ინტერნაციონალიზაციის ხარისხი. აგრეთვე, გიორგი ვაშაკიძის თქმით, პრობლემად რჩება კვალიფიკაციების და დიპლომების უცხოეთში აღიარების საკითხი.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორმა გიორგი ვაშაკიძემ აღნიშნა, რომ ცენტრის გაწევრიანება ასევე იგეგმება „ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრში“ (EQAR) და „უმაღლესი განათლების აკრედიტაციის ევროპულ კონსორციუმში“ (ECA), რაც, გიორგი ვაშაკიძის განმარტებით, საქართველოში გაცემული დიპლომების ევროპაში უპირობო აღიარებასა და საერთაშორისო კვლევებში ქართული უნივერისტეტების ჩართულობის წახალისებას უზრუნველყოფს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა