რუსი სენატორი საქართველოს შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - მექანიზმი გვაქვს, რომ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთში არ აღსრულდეს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მილიონი ევროს გადახდის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და სავარაუდოდ, რუსეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ რუსეთის პარლამეტის ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კანონმდებლობის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი კლიშასმა სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

რუსი სენატორის განცხადებით, „რუსეთის კანონმდებლობაში გათვალისწინებულია სპეციალური მექანიზმი, რომლის თანახმად, საერთაშორისო სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებები შეიძლება არ აღსრულდეს რუსეთის ტერიტორიაზე“.

„აღვნიშნავ, რომ ჩვენ ეს მექანიზმი რამდენჯერმე გამოვიყენეთ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალური ანალიზის შემდეგ შესაძლებელი იქნება საუბარი რუსეთის პოზიციაზე ყველა გარემოების გათვალისწინებით“, - დასძინა მან.

შგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ მოსკოვს, რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა