რუსი პარლამენტარი - რუსეთმა არ უნდა აღიაროს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მლნ ევროს გადახდის თაობაზე

რუსეთმა არ უნდა აღიაროს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მილიონი ევროს გადახდის თაობაზე, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსეი ჩეპამ განაცხადა.

„ჩვენ არ ვმონაწილეობთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომებში. ჩვენ არ აგვირჩევია ადამიანის უფლებათა ეს მოსამართლეები. შესაბამისად, ჩვენ არ უნდა ვაღიაროთ ევროპის სასამართლო ინსტანციების გადაწყვეტილებები“, - განაცხადა რუსმა პარლამენტარმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სტრასბურგის სასამართლომ მოსკოვს, რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო