„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ - თემქაზე 6 ადამიანის მოწამვლის მიზეზი კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარია

თბილისში 6 ადამიანის მოწამვლის მიზეზი კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარია, - ამის შესახებ „ყაზტრანსგაზ თბილისის“ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, ოჯახს, სადაც CO-თი 6 ადამიანი მოიწამლა, ორჯერ ჩაუჭრეს გაზდანადგარი. „პირველად, გასული წლის 4 მაისს და მეორედ გასული წლის 12 დეკემბერს, თუმცა ოჯახმა დანაგარი ორივეჯერ თვითნებურად დააერთა. მათ მიეცათ გაფრთხილება, რომ ბინაში ღია წვის კამერიანი გაზდანადგარის მოხმარება დაუშვებელი და კატეგორიულად აკრძალულია.

შემთხვევა წუხელ თბილისში, თემქის მე-3 მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოხდა CO-თი (ბუნებრივი აირის ნამწვი) ოჯახის 6 წევრი მოიწამლა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: "ყაზტრანსგაზ-თბილისი" - თბილისში 6 ადამიანის მოწამვლის მიზეზი კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარია

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა