ჟენევაში საქართველოს ჰაერის ხარისხის პოლიტიკის ძირითად მიმართულებები დადებითად შეაფასეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, ჟენევაში, გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) გარემოსდაცვითი პოლიტიკის კომიტეტის (CEP) 24-ე სესიაზე ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების განხორციელების პროგრესზე ისაუბრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ სესიას 60-მდე ქვეყნის სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.

როგორც ნინო თანდილაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს მთავრობისთვის გარემოსდაცვითი რეფორმების განხორციელება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

მისივე თქმით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად ახორციელებს გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესებისა და დარგობრივ რეფორმებს.

„რეფორმის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებას ჰაერის დაცვის ეფექტიანი ღონისძიებები და ამ პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობა წარმოადგენს. ახლად შექმნილი ჰაერის ხარისხის პორტალის ამოქმედება საქართველოში საზოგადოების გარემოსდაცვითი ინფორმირების გამჭვირვალე ინსტრუმენტს წარმოადგენს“, - განაცხადა თანდილაშვილმა.

„საქართველოში ჰაერის დაცვის მიმართულებით პროგრესი სახეზეა. ახლად შექმნილი ჰაერის პორტალი სრულიად აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს და ცხადყოფს საქართველოს მთავრობის ნებას, დაუახლოვდეს ევროკავშირს. აღნიშნული დასტურია მთავრობის მზადყოფნისა, მოაგვაროს ჰაერის დაბინძურების მიმართულებით არსებული გამოწვევა. ეს არის ძალიან პოზიტიური სიგნალი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ევროკავშირისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ მთავრობა აღნიშნულ გამოწვევებს ადეკვატურად პასუხობს“, - განაცხადა ევროკავშირის გარემოს სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰანს ბრუინინქსმა და რეფორმირების პროცესში ქართველი ექსპერტების გამოცდილებასა და ჩართულობას გაუსვა ხაზი.

ცნობისთვის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი სესიის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა პანელზე სიტყვით გამოვიდა, სადაც 2016 წელს, ბათუმში გამართული „გარემო ევროპისთვის” მე-8 მინისტერიალზე ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების განხორციელების შედეგები წარადგინა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო