20-მა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა

20-მა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების მიზნით ბლანკების გადაცემის თაობაზე მიმართა.

პოლიტიკური პარტიები ითხოვენ არჩვნები არა შერეული, არამედ პროპორციული სისტემით 2020 წელსვე ჩატარდეს.

როგორც ჟურნალისტებს "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განუცხადა, თუ რაღაც არის კარგი 2020 წლის შემდეგ, ის კარგი შეიძლება გადმოვიტანოთ 2020 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" და მომდევნო ხელისუფლებებს არ ექნებათ მანდატების მოპარვის საშუალება.

"დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნები და ჰორიზონტზე გამოჩნდა საპარლამენტო არჩევნები 2020, გამოჩნდა მახინჯი საარჩევნო კანონმდებლობით და მახინჯი საარჩევნო სისტემით. ამიტომ დღეს პარლამენტში საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომელიც 24 მოქალაქეს ითვლის, მაგრამ მათ უკან 20 ორგანიზაციაა, შევიტანთ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, რაც გულისხმობს 2020 წლისთვის საპარლამენტო არჩევნების დროს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და არჩევნების ჩატარებას პროპორციული წესით, ისე, როგორც უნდა ჩატარდეს 2020 წლის შემდეგ. თუ რაღაც არის კარგი 2020 წლის შემდეგ, ის კარგი შეიძლება გადმოვიტანოთ 2020 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" და მომდევნო ხელისუფლებებს არ ექნებათ მანდატების მოპარვის საშუალება. დღევანდელი სისტემა ხელისუფლებას აპარინებს მანდატებს დაახლოებით 25-30 პროცენტის ოდენობით. ყველა პრობლემის სათავე იწყება უკონტროლო ხელისუფლებებიდან ეს იქნება სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ა.შ. ამიტომ ეს არის საკითხთა საკითხი. რადგან „ქართულმა ოცნებამ“ არ შეისმინა პირველ ჯერზე 200 ათასი ამომრჩევლის ხმა, არ შეისმინა პოლიტიკური სპექტრის ხმა, ახლა უკვე ამჯერად ჩვენი კამპანია ასეთ სახელწოდებას იძენს - მილიონი ხელმოწერა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად და 73-ვე მუნიციპალიტეტიდან გავაგონებთ ხმას ჩვენი ამომრჩევლებისას „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს პარლამენტს. გვაინტერესებს, როგორი იქნება მათი პასუხი. რაც შეეხება აქცენტს, როდესაც ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ეს შექმნის სახელისუფლებო კრიზისს, დემოკრატიულ ევროპაში ასეთი სახელისუფლებო კრიზისები კოალიციური მთავრობებით გვარდება. იხილონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა როგორ იმართება დემოკრატიული ევროპა. რაც შეეხება ერთპარტიულ სტაბილურობას ხელისუფლებაში, ეს ჩვენ უკვე ვიხილეთ აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ბელორუსში და ა.შ. არჩევანი მარტივია - დემოკრატიული ევროპა, თუ იმ ტიპის სახელმწიფოები, რომელიც ახლა მე ჩამოვთვალე",- განაცხადა კაციტაძემ.

იხილეთ ვიდეო: ოპოზიციური პარტიები 2020 წელს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მოითხოვენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო