გიგა ზედანია გიორგი ქადაგიძის ილიაუნის ბიზნესის სკოლის დეკანის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე - ახალი ფაკულტეტი შეიქმნა, რომელსაც ახალი ხელმძღვანელი დასჭირდება, რაზეც კონკურსი გამოცხადდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის ცვლილებები და რეფორმები არის სრულიად ჩვეულებრივი რამ, აქ დისციპლინების, სკოლების, ფაკულტეტების გადაჯგუფება ძალიან ხშირად ხდება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ გიორგი ქადაგიძის ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გიგა ზედანიას თქმით, ვერ გაიზიარებს იმ აზრს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სიახლეების მიღება არ სურს.

„ამ შემთხვევაში შეიქმნა ახალი ფაკულტეტი, რომელშიც გაერთიანდება რამდენიმე სკოლა და პროგრამა, ეს მენეჯმენტის ტექნოლოგიისა და განათლების ინტერდისციპლინური ფაკულტეტი იქნება. რადგან ახალი ფაკულტეტი შეიქმნა, მას ახალი ხელმძღვანელი დასჭირდება. ახალი ხელმძღვანელის თანამდებობაზე გამოცხადდა კონკურსი და ამ ფაკულტეტის ნებისმიერ პროფესორს შეუძლია, განაცხადი შეიტანოს და ამ თანამდებობისთვის იბრძოლო“, - აღნიშნა მან.

შეკითხვაზე, აკმაყოფილებდა თუ არა ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ქადაგიძე ახალი ფაკულტეტისთვის შესაბამის მოთხოვნებს, გიგა ზედანიამ უპასუხა, რომ ამაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

„ამაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. ლაპარაკია უბრალოდ იმაზე, რომ ამ რეორგანიზაციის შედეგად, ეს პროცესი ავტომატურად ხდება: თავიდან ორგანიზდება ახალი სტრუქტურა და მას ახალი ხელმძღვანელი სჭირდება, რომელსაც პროფესორები ირჩევენ. ნამდვილად ვერ გავიზიარებ ამ აზრს, რომ ილიას უნივერსიტეტს სიახლეების მიღება არ სურს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო და დღემდე რჩება, როგორც სიახლეებისადმი ძალიან ღია ინსტიტუცია, ეს რეფორმაც რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ერთ-ერთი დასტურია ამისა, არსებობს კიდევ ბევრი სხვა რამ და ჩვენ ვაპირებ, რომ ძალიან დინამიურად და სწრაფად წავიდეთ წინ“, - განაცხადა ზედანიამ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ქადაგიძე ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ქადაგიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით, მან პირადი მიზეზების გამო ქვეყანა ერთი კვირით დატოვა, რის შემდეგაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ის რეორგანიზაციის ფარგლებში გაათავისუფლა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს