იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს. საბჭო დღეს 8 კანდიდატს გაესაუბრება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ამ კანდიდატებთან გასაუბრების დაწყება დროში გაჭიანურდა, ვინაიდან მათ გასაუბრებისთვის საბჭოს 2018 წლის თებერვალში მიმართეს.

"დღეს ჩვენ გავესაუბრებით მოსამართლეებს, რომლებსაც უვადოდ განმწესება სურთ. ეს მოსამართლეები სამი წელია გამოსაცდელ ვადაში არიან, მათ აქვთ მოსამართლედ სამ წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება. კანონი ითვალისწინებს იმას, რომ ისინი უვადოდ გადაინიშნონ, თუმცა პრობლემური საკითხი არის ის, რომ აქ არიან მოსამართლეები, რომლებმაც ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალში მიმართეს იუსტიციის საბჭოს. თითქმის ერთი წელი გავიდა ამ მიმართვიდან და საბჭო დღეს განიხილავს ამ საკითხს, მაშინ როცა საბჭოს წევრები ინიშნებოდნენ, მათი საკითხი გაცილებით მოკლე დროში გადაწყდა", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, დროში გაჭიანურებას ადგილი არ აქვს. მისი თქმით, საბჭო გაესაუბრება იმ მოსამართლეებს, რომელთა ვადები ოპერატიულად უნდა გადაწყდეს, ვინაიდან კანდიდატებს სამწლიანი გამოსაცდელი ვადა 15 თებერვალს ეწურებათ.

საბჭო დღეს გაესაუბრება შემდეგ მოსამართლეებს: ეკა არეშიძეს, გია ბერაიას, ლერი თედორაძეს, ინდირა მაშანეიშვილს, სალიხ შაინიძეს, ნატო ხუჯაძეს, ნატრული აკობიას და მერაბ ჯორბენაძეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო