სოფიო ქაცარავა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულიზის შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მხარეებმა ნატო-საქართველოს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები და თანამშრომლობის მზარდი დინამიკა განიხილეს, რომლის შენარჩუნება და გაძლიერება მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს 2019 წელს დაგეგმილ მაღალი დონის ღონისძიებებზე. „მიმდინარე წელი განსაკუთრებით დატვირთული იქნება ნატო-საქართველოს ურთიერთობების მხრივ, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა