დავით მათიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე კანონი გამკაცრდეს

ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ დისკუსიის კარი და პარლამენტმა ვიმსჯელოთ ამ სახის დანაშაულზე კანონის გამკაცრებაზე, თუკი ის მომავალში პრევენციულად იმოქმედებს მსგავს შემთხვევებზე, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მან კომიტეტის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა ეკა ბესელიას.

„მინდა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სახელით გავაკეთო განცხადება და დავგმო ის ამაზრზენი და ბინძური ქმედება, რაც ჩვენი კოლეგის, პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას მიმართ განხორციელდა და რაც ეხება პირადი შინაარსის ინფორმაციის გავრცელებას. ეს არის ბოროტება, რომელიც აუცილებლად უნდა დამარცხდეს საქართველოში და ამაში ჩვენი კომიტეტი აბსოლუტურად თანაზიარი ვართ ქალბატონი ეკა ბესელიასი. მეტიც, შეგვიძლია ვთქვათ, გარდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებისა, რომელიც დანაშაულის გახსნის ფლაგმანია, ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ დისკუსიის კარი და პარლამენტმა ვიმსჯელოთ ამ სახის დანაშაულზე კანონის გამკაცრებაზე, თუკი ის მომავალში პრევენციულად იმოქმედებს მსგავს შემთხვევებზე და ასეთი გადაწყვეტილებაც მივიღოთ,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს