ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულის ადვოკატი - გიორგი გასვიანს სამსახურში მიაკითხეს და იქ მოხდა მისი დაკავება

ჩემი ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი გასვიანს სამსახურში გუშინ მიაკითხეს და იქ მოხდა მისი დაკავება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებული მომღერლის, გიორგი გასვიანის ადვოკატმა, კახა ხვისტანმა განუცხადა.

მას ბრალს დღეს, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში წაუყენებენ.

„დეტალებს ვერაფერს გეტყვით, ჯერ ბრალიც არ წაუყენებიათ, ჯერჯერობით, ჩემსა და გამომძიებელს შორის კომუნიკაცია არ ყოფილა“, - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებული 16 პირიდან ერთ-ერთი მომღერალი, პროექტ „იქს ფაქტორის“ მონაწილე, გიორგი გასვიანია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა