ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხზე კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით, პარლამენტში სპეციალური ჯგუფი იწყებს მუშაობას

ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში სპეციალური ჯგუფი იწყებს მუშაობას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მათიკაშვილმა განუცხადა, ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა გადაიხედოს კანონმდებლობა და იქ, სადაც არსებობს გამოწვევა და პრობლემები, ცვლილებები განხორციელდეს.

დეპუტატის ინფორმაციით, სწორედ ამ საკითხებით დაკავდება სამუშაო ჯგუფი. ჯგუფის შემადგენლობაში არიან დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.