ეკა ბესელია დიმიტრი გვრიტიშვილზე - ასეთი ფსიქოტიპის მოსამართლის ხელში ჩვენი მოქალაქეების ყოფნა  სახიფათო მგონია

ასეთი ფსიქოტიპის მოსამართლის ხელში ჩვენი მოქალაქეების ყოფნა სახიფათო მგონია, -ასე პასუხობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე ეკა ბესელია მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილს.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, რეფორმები, რომელიც მართლმსაჯულების სფეროში განხორციელდა ამ წლების განმავლობაში, თავად ამ მოსამართლეებმა წყალში ჩაყარეს.

„არ მომისმენია ეს განცხადება და არც ინტერესი მაქვს წავიკითხო კიდევ ერთხელ ის, რაც უკვე მოვისმინე, რომ ამგვარი ადამიანები, რომლებიც სამწუხაროდ, მოსამართლედ იწოდებიან და ეს არის ნამდვილად კრახი მთელი ამ პროცესის, არ იყვნენ მართლმსაჯულების მანტიის ქვეშ, რადგან სახიფათო იქნება ჩვენი მოქალაქეების საქმე განსაჯოს ასეთმა ადამიანებმა. ამაზე უარესი რა შეიძლება წარმოიდგინო, ვიდრე ეს ფორმა და მეთოდია?! ამაზე უარესი თუ რამე შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინო არის ასეთი ფსიქოტიპის ადამიანი. სახიფათო მგონია ჩვენი მოქალაქეები ასეთი მოსამართლის ხელში. ეს არის ის რეალობა, რომელიც იოლად ხსნის რისთვისაც ახლა ჩვენ ვიბრძვით. გული მწყდება, რომ რეფორმები, რომელიც მართლმსაჯულების სფეროში განხორციელდა ამ წლების განმავლობაში, თავად ამ მოსამართლეებმა აბსოლუტურად წყალში ჩაყარეს და ხაზი გადაუსვეს ამ ყველაფერს. იმიტომ, რომ უვადოდ დანიშნული მოსამართლე ამ როლიდან მოლაპარაკე პრაქტიკულად ამბობს, რომ ის არის ისევ იმ ძალადობრივი რეჟიმის სახე, რომლიდანაც მოდის. ეს არის მძიმე რეალობა, რასაც საზოგადოება უყურებს. ამიტომ უნდა შევცვალოთ ეს ვითარება, ეს არის ჩემი პოზიცია. უნდა შეჩერდეს უვადოდ დანიშვნები, უნდა შეწყდეს ამ ადამიანებთან ერთად საკანონმდებლო მუშაობა და მათთან ერთად არ შეიძლება კანონპროექტები იწერებოდეს, ეს არის წარმოუდგენელი ",- განაცხადა ბესელიამ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხს გამოეხმაურა.

“იმედი მქონდა, რომ ეკა ბესელია შეწყვეტდა სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებულ ამ ცილისმწამებლურ კამპანიას, თუმცა, გუშინ ვიხილეთ საპირისპირო. გამარჯვებული სახით მან გვამცნო, რომ ბრძოლას აგრძელებს. ეს ბრძოლა ჩემთვის და საზოგადოებისთვისაც ცხადია, რომ სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგაა, ამიტომ ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა პროკურატურის, უზენაესი სასამართლოსადმი - დაუყოვნებლივ წარუდგინოს ინფორმაცია საზოგადოებას ამ საქმეში არსებული ფარული ჩანაწერების მდგომარეობის შესახებ“, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს