ნათია თურნავა - მომხმარებელს შეეძლება, არჩევანი გააკეთოს კონკურენტულ მიმწოდებლებს შორის, თუ ვისგან და რა ფასად შეიძინოს ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ პარლამენტის წევრებისთვის სემინარი გახსნა, რომლის დროსაც განხილული იყო საკანონმდებლო პაკეტი ენერგოეფექტურობისა და ენერგეტიკის შესახებ.

როგორც „ინტერპრესნიუსს “ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, სემინარის მონაწილეებს ასევე მიესალმნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორი იანეს კოპაჩი.

სემინარის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ენერგეტიკის სექტორში საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი, რომელიც მომზადდა საქართველოს ენერგეტიკულ კანონმდებლობაში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთებით აღებული ვალდებულებების იმპლემენტაციიდან გამომდინარე. მათ შორისაა, კანონპროექტი ენერგეტიკის შესახებ, აგრეთვე კანონპროექტები ენერგოეფექტურობის, შენობების ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ.

მისასალმებელ სიტყვაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელობაზე, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება ანიჭებს ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს. ნათია თურნავას თქმით, მათი მეშვეობით შესაძლებელი გახდება საქართველოს ენერგოსექტორში ევროპული სტანდარტების დამკვიდრება, რაც, პირველ რიგში, ადგილობრივ ენერგობაზარს კიდევ უფრო ლიბერალურსა და კონკურენტუნარიანს გახდის.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტი უკვე მოწონებულია მთავრობის მიერ და განსახილველად პარლამენტს უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩარჩო კანონპროექტზე ენერგეტიკის შესახებ, რომლითაც ენერგეტიკული რესურსების მომხმარებელს შეეძლება, არჩევანი გააკეთოს კონკურენტულ მიმწოდებლებს შორის, თუ ვისგან რა ფასად და რა პირობით შეიძინოს ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.

„ეს საქმიანობა იქნება კონკურენტული და სრულიად დერეგულირებული. ამავდროულად, საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ელექტროგადამცემ და გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან, იქნება ძალიან მკაცრად რეგულირებული დამოუკიდებელი მარეგულირებლის მიერ, რადგან ისინი იქნება ბუნებრივი მონოპოლიები და მომხმარებელთა უფლებები ამ შემთხვევაშიც უნდა იყოს დაცული,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც პარლამენტარები სემინარზე განიხილავენ, ენერგოეფექტურობის პოლიტიკასა და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს შეეხება. ნათია თურნავას განცხადებით, სწრაფად იზრდება როგორც ქვეყნის ეკონომიკა, ასევე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მოხმარება.

„ჩვენ არამხოლოდ უნდა ვაშენოთ ახალი სადგურები, არამედ ვმართოთ ჩვენი მოხმარება, გავხადოთ ის უფრო ყაირათიანი, რაციონალური და ევროპის უმდიდრესი გამოცდილება ამ თვალსაზრისით სასწრაფოდ არის დასანერგი,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

სემინარი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, EU4Energy Governance პროექტისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ორგანიზებით ლიკანში მიმდინარეობს.

სემინარი პარლამენტარებისთვის 2 თებერვალს დასრულება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა