სულხან სალაძე - ბოლოს და ბოლოს გვითხრან, რა უნდა შეიცვალოს, ადამიანები, ცილისწამების გამო უნდა წავიდნენ ციხეში თუ სხვა ფორმით პასუხისმგებლობაზეა საუბარი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცილისწამების კანონით რეგულირებასთან დაკავშირებით გამოთქმული ინიციატივის შესახებ არასამთავრობო სექტორს ხვდება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე საია-ს თავმჯდომარემ სულხან სალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრების საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან არსებული კანონი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

„პირველი, რასაც დღეს მე აუცილებლად ვიკითხავ, არის ის, კონკრეტულად რას გულისხმობს პრეზიდენტი, როდესაც ლაპარაკობს ამ ცვლილებებზე, ვინაიდან, პრაქტიკულად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ჩვენ ვისმენთ მხოლოდ ზოგად შეფასებებს, რომ საჭიროა გარკვეული ტიპის ცვლილებები და მორჩა, აქ სრულდება ყველაფერი. ამის იქით ჩვენ კონკრეტულად არ მოგვისმენია, პრეზიდენტი რას გულისმობს და იმედი მაქვს, რომ დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და თავად პრეზიდენტი გაახმოვანებენ ამ ცვლილებებში რეალურად რა მოიაზრება. ჩემი პოზიცია არის, რომ დღეს არსებული კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით გვაქვს, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, შესაბამისად, რაიმე ტიპის ცვლილებას, რომელიც არსებულ კანონმდებლობას გააუარესებს, საზოგადოების მხრიდან შეხვდება ძალიან ძლიერი წინააღმდეგობა. აქვე მინდა დავაფიქსირო, რომ საია არ აპირებს არც ერთ ისეთ დისკუსიაში მონაწილეობის მიღებას, რომელიც რაიმე ფორმით ამ კანონმდებლობის გაუარესებასთან იქნება დაკავშირებული. დღევანდელ შეხვედრაზე მისვლის მიზეზი სწორედ ის არის, რა ტიპის ცვლილებებს გვთავაზობს პრეზიდენტი. ბოლოს და ბოლოს გვითხრან, რა უნდა შეიცვალოს. მაგალითად, ადამიანები, ცილისწამების გამო უნდა წავიდნენ ციხეში თუ რაიმე სხვა ფორმით პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი. მე ვერ ვხედავ ცვლილებების საჭიროებას. დღესაც არის შესაძლებელი, რომ სამოქალაქო წესით კონკრეტულმა პირებმა მიმართონ სასამართლოს და მათი დარღვეული უფლებების აღდგენა მოითხოვონ. მე პირველ რიგში აქცენტს გავაკეთებდი არა იმ ტიპის ცვლილებებზე, რაზეც ზოგადად არის საუბარი, არამედ არსებული მექანიზმების ეფექტურ გამოყენებაზე”,- განაცხადა სულხან სალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებების თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია დისკუსიისთვის მზად არის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა