მამუკა ბახტაძე - ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ადამიანის პირადი სივრცე  ხელშეუხებელი იყოს და არ იქნას გამოყენებული ეს მორალური ტერორი

კატეგორიულად ვგმობ ადამიანის პირადი სივრცის ხელყოფას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ადამიანის პირადი სივრცე ყოველთვის ხელშეუხებელი იყოს.

„მინდა, გამოვეხმაურო პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას. კატეგორიულად ვგმობ ადამიანის პირადი სივრცის ხელყოფას, ამის ნებისმიერ გამოვლინებას. ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელსაც აუცილებლად გაეცემა ადეკვატური და უმკაცრესი პასუხი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელებისთვის უკვე დააკავა 16 პირი. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მიუხედავად ძალიან მძიმე მემკვიდრეობისა, ადამიანის პირადი სივრცე იყოს ყოველთვის ხელშეუხებელი და არ იქნას გამოყენებული ეს მორალური ტერორი მის არც ერთ განზომილებაში“, - განაცხადა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო:

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო