მამუკა ბახტაძე - დეზინფორმაციასთან და ე.წ. ფეიკნიუსებთან ბრძოლა, სახელმწიფოს ვალდებულებაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ დეზინფორმაციასთან და ე.წ. ფეიკნიუსებთან ბრძოლა ყველა სახელმწიფოს ვალდებულებაა.

ასე უპასუხა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა ის პრეზიდენტის ინიციატივას კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და ცილისწამებაზე. ამასთან, ჟურნალისტმა მამუკა ბახტაძეს მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამოქალაქო სექტორს და ოპოზიციას მიაჩნია, რომ ამ კანონის მიღებამ შეიძება გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს.

„სიტყვის თავისუფლად გამოხატვის საშუალება, მედიაპლურალიზმი და ადამიანის თავისუფლება არის ყველაზე დიდი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების. ჩვენ ამას განსაკუთრებით ვუფრთხილდებით, რაც შეეხება დეზინფორმაციას და ე.წ. ფეიქ ნიუსებს, სამწუხაროდ, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ეს არის გლობალური გამოწვევა და ყველა განვითარებული დემოკრატია ცდილობს მას ეფექტურად აღუდგეს წინ. აქედან გამომდინარე, მე ნამდვილად არ დავუკავშირებ ამ ორ თემას ერთმანეთს, დეზინფორმაციასთან და ე.წ. ფეიკნიუსებთან ბრძოლა ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება და განვითარებული დემოკრატიის ქვეყნები ცდილობენ ჩამოაყალიბონ ისეთი ჩარჩო, სადაც თავის ეროვნულ ინტერესებს დაიცავენ მსგავსი ტიპის ნიუსებისგან. აქვე ვუსვამ ხაზს, რომ სიტყვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი არის ყველაზე დიდი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების, რომელსაც ყველაზე მეტად ვუფრთხილდებით. ამ ორი თემის ერთმანეთთან დაკავშირება არის საფუძველს მოკლებული. ეს ორი სრულიად სხვადასხვა რაღაც გახლავთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა