ქეთი მახარაშვილი - პრეზიდენტის მიზანი არ არის, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე შეექმნას

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ქეთი მახარაშვილის განცხადებით, პრეზიდენტისა და არასამთავრობოების შეხვედრის მთავარი თემა დეზინფორმაციის პრევენციას შეეხება. როგორც მან შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე ამ მიმართულებით არსებული პრობლემები უნდა გამოიკვეთოს.

„დღევანდელი შეხვედრა ტარდება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და ამ შეხვედრის მთავარი თემა არის ცრუ ინფორმაციის, დეზინფორმაციის პრევენციისა და რეგულირების საკითხების განხილვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ პრობლემა არის და ეს პრობლემა არამარტო საქართველოშია, არამედ, ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს ამ საკითხზე ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლებმაც ისაუბრეს. ჩვენ გვინდა, რომ პირველ რიგში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან დავიწყოთ საუბარი ამ თემაზე, გამოვკვეთოთ, რა პრობლემებია, ჩვემი საზოგადოება როგორ ხედავს ამ პრობლემებსა და მათი გადაჭრის მექანიზმებს. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას უკვე ალბათ, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომ კონკრეტულ რეკომენდაციებამდე მივიდეთ, რომლებიც შემდგომ უკვე საქართველოს პრეზიდენტის მიერ იქნება საკანონმდებლო ორგანოსთან და მთავრობასთან წარგენილი. შესაბამისად, ერთობლივად ვიმუშავებთ ამ კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად”,- განაცხადა მახარაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის მიზანი არ არის, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე შეექმნას.

“ჩვენი მხრიდან არანაირი ინიციატივა ჯერჯერობით არ არსებობს, არც ფურცელზე დაწერილი, ჯერ დავიწყეთ მუშაობა და ვიკვლევთ ამ საკითხზე როგორ მუშაობენ სხვადასხვა ქვეყნები და მთავრობები“, - აღნიშნა მხარაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა