პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე დაკავებულებთან პოლიციის მთავარ სამმართველოში ადვოკატები შედიან

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის ნონა ჟორჟაძე, რომელიც გუშინ ღამით ბათუმში დააკავეს და დღეს დილით გადმოიყვანეს დედაქალაქში, - ამის შესახებ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელების და შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ნონა ჟორჟაძის უფლებადამცველმა თეიმურაზ მაგრაქველიძემ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან განაცხადა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ჟორჟაძის დაკავება საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოხდა. უფლებადამცველის თქმით, ჟორჟაძეს თანამშრომელმა გადაუგზავნა აღნიშნული კადრები, რის შედეგადაც სახლში სამართალდამცველებმა მიაკითხეს და თხოვეს გასაუბრება.

"მე გუშინ ვინახულე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. დღეს ბრალის წარდგენა უნდა მოხდეს. ჯერჯერობით საქმის მასალები არ გადმომცემია, ამიტომ ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ პირველი მონაცემით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ვერ ხვდება, რა მიზეზით დააკავეს. მას თავის თანამშრომელმა გადაუგზავნა ეს ინფორმაცია და ამის შემდეგ რამდენიმე საათში დააკავეს", - განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე გამოძიებას ის და მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროტესტს უცხადებენ. ადვოკატის განცხადებით, ამ საქმეში სისხლის სამართლის დანაშაული არ იკვეთება და ნონა ჟორჟაძეზე დევნა უნდა შეწყდეს.

ამ წუთებში ნონა ჟორჟაძის ადვოკატი თბილისის პოლიციის მთავარ სამართველოში მისი დაცვის ქვეშ მყოფის მოსანახულებლად შევიდა.

სამმართველოში მიდიან სხვა დაკავებულების ადვოკატებიც.

იხილეთ ვიდეო: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე დაკავებულებთან პოლიციის მთავარ სამმართველოში ადვოკატები შედიან

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა