ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტსა და მის დას ბრალს სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ

ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტსა და მის დას, ირმა და ინგა ხოროიშვილებს ბრალს სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულების ადვოკატმა, ლევან დავითაიამ განუცხადა.

ის ჯერ მის დაცვის ქვეშ მყოფებს არ შეხვედრია, შესაბამისად, მომხდართან დაკავშირებით მათი პოზიცია ადვოკატისთვის უცნობია.

„მათ სავარაუდოდ, ბრალად ედებათ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა. კონკრეტულად რომელი ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება, სამწუხაროდ, არ ვიცი, რამდენიმე საათში მეცოდინება“, - განაცხადა დავითაიამ.

შეგახსენებთ, რომ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დღეს, შსს-მ 16 პირი დააკავა. მათგან ერთ-ერთი მომღერალი, პროექტ „იქს ფაქტორის“ მონაწილე, გიორგი გასვიანიცაა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა