მამუკა ბახტაძე - 4 წლის გოგონას გარდაცვალება უზარმაზარი ტკივილი იყო მთელი საქართველოსთვის - გამოიკვეთა იმ პირთა წრე, რომელთა პასუხისმგებლობაც იკვეთება

პატარა გოგონას გარდაცვალება იყო უზარმაზარი ტკივილი მთელი საქართველოსთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი ინფორმაციით, სოციალური სამსახურის რეფორმის ფარგლებში იგეგმება საბჭოს შექმნა, რომლის ხელმძღვანელიც დავით სერგეენკო იქნება.

„პატარა გოგონას გარდაცვალება იყო უზარმაზარი ტკივილი მთელი საქართველოსთვის. მე მაქვს ინფორმაცია, რომ სამინისტროს აუდიტის სამსახურმა უკვე ფაქტობრივად, დაასრულა ამ საკითხზე მოკვლევა, გამოიკვეთა იმ პირთა წრე, რომელთა პასუხისმგებლობაც იკვეთება, მაგრამ აქვე მინდა დავადასტურო, რომ სოციალური სამსახურის რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. წელს, წლის დასაწყისში მინისტრმა წარადგინა სამოქმედო გეგმა, ის რეფორმები, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ ამ სამინისტროში. მათ შორის შეიქმნება საბჭო, რომლის ხელმძღვანელიც პირადად მინისტრი იქნება. ეს არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა, ამის შესახებ დავით სერგეენკოც გააკეთებს განმარტებას. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება სწორი და ეფექტური რეფორმა,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს