მამუკა ბახტაძე - საქართველო მყარად და ეფექტურად დგას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე

ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ყველაფერი არის უკვე გაკეთებული, თუმცა საქართველო ძალიან მყარად და ეფექტურად დგას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

„მოგეხსენებათ, გუშინ, ევროკავშირმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ. ევროკავშირის შეფასებით, ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებები სრულდება დადგენილ ვადებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი და არის კიდევ ერთი გზავნილი, რომ საქართველო ძალიან მყარად და ეფექტურად დგას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ყველაფერი არის უკვე გაკეთებული, გვაქვს ძალიან ბევრი წარმატება და დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომელსაც მივყვებით და ამ პროცესში ჩვენი დასავლელი პარტნიორები სრულად გვჭერენ მხარს. დაგეგმილი არის ძალიან ბევრი რეფორმა, რომელმაც ჩვენი წარმატება კიდევ უფრო უნდა გააღრმაოს“, - განაცხადა პრემიერმა.